Monday, October 20, 2014
ტრენინგის შეჯამება
ტრენინგის დაწყებას მოუთმენლად ველოდი, რამეთუ მიწევდა ისეთ პროფესიონალთან შეხვედრა, როგორიც ქალბატონი ქეთი ცერძეა, ამავე დროს გაცნობიერებული მქონდა ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების მქონე თაობის აღზრდა. ტრენინგზე ფასეული ცოდნა მივიღე, კერძოდ, ვისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის,ბლოგის შექმნა, ბუკლეტის დამზადება,განსაკუთრებით გამოვყოფდი დამატებითი ინსტრუმენტის - ბლოგის გაჯეტების შექმნასა და პროექტის გეგმის სრულყოფაზე მუშაობას. გმადლობთ ქალბატონო ქეთი!
Sunday, October 19, 2014
ტრენინგის მე-9 დღე
როგორც ყოველთვის გავიმეორეთ დრაივი და გავიხსენეთ,რომ დოკუმენტის შესაცვლელად დრაივში უნდა მოვახდინოთ ცვლილება , ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგში და გაჯეტები დავამატეთ ,ვისწავლე დამატებითი დიზაინის გამოყენება. მნიშვნელოვანი იყო პროექტების პრეზენტაცია, ბოლოს კი შევაჯამეთ ტრენინგი. კეთილი სურვილებით გემშვიდობებით ქ-ნო ქეთი!
Saturday, October 18, 2014
ტრენინგის მე-8 დღე
გავიმეორე წინა დღის მასალა, შევქმენით ფასილიტატორის რესურსები, გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე, გავიმეორეთ გაჯეტები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლის დამხმარე რესურსების შექმნა, აღნიშნული სამუშაო შევასრულე pover point-ში .და შევინახე ჩემს საქაღალდეში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ქეთი!
Tuesday, October 14, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა, შემდეგ შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დავალების ნიმუში და შევინახეთ მოსწავლის დამხმარეში.მნიშვნელოვანი იყო გაჯეტების შექმნა,ადგილის შეცვლა გაჯეტებისათვის.ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო ინტელის რესურსებიდან პროექტის გეგმები ჩემი პროექტის შესაბამისად.
Sunday, October 12, 2014
ტრენინგის მე-6 დღე
- ტრენინგზე გავიმეორეთ წინა დღის მასალა, შემდეგ დავათვალიერეთ მოდულ 4-ის აქტივობები,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, ვიმუშავეთ pover point-ში, მოვამზადე 7 სლაიდი, შემდეგ რესურსებში შევინახე სხვადასხვა პროექტებიდან რუბრიკების ნიმუშები.მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი საგნის საინტერესოდ და ხარისხიანად წარმოსაჩენად
Saturday, October 11, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
11ოქტომბერი ძალიან ნაყოფიერი იყო. მთელი დღე დატვირთული იყო სიახლეებით.კერძოდ შევადი ინტელის გზამკვლევში და ვისწავლეთ თუ სად უნდა მოვათავსოთ ინფორმაცია საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შესახებ.შემდეგ ვისწავლეთ სურათის გადატანა ინტერნეტიდან , ასევე ბლოგზე კომენტარის გაკეთება,განსაკუთრებით მომეწონა გაჯეტების შერჩევა. გმადლობთ ქალბატონო ქეთევან!
Sunday, October 5, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა,ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, განვიხილეთ შეფასების გეგმა,გავიგე,რომ პროექტისთვის მნიშვნელოვანია შეფასება პროექტის დაწყებისას, ძირითადი ნაწილის მომზადებისას და დასასრულს.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სლაიდ შოუს გაკეთება და დაფორმატება.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სლაიდ შოუს გაკეთება და დაფორმატება.
Saturday, October 4, 2014
ტრენინგის მესამე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა,შემდეგდავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,გავხსენით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.,გამოვიყენეთ სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 21–ე საუკუნის უნარ– ჩვევების გათვალისწინება, ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით მოვახდინეთ მიზნის მიღწევის განსაზღვრა. სასწავლო პროცესში აუცილებლად გამოვიყენებ სპეციფიკურ სწავლებაზე დაფუძნებულ ამოცანებს და მიმართულების მიმცემ შეკითხვებს.
Subscribe to:
Posts (Atom)