Monday, October 20, 2014

ტრენინგის შეჯამება

    ტრენინგის დაწყებას მოუთმენლად ველოდი, რამეთუ მიწევდა ისეთ პროფესიონალთან შეხვედრა, როგორიც ქალბატონი ქეთი ცერძეა, ამავე დროს გაცნობიერებული მქონდა ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების მქონე თაობის აღზრდა. ტრენინგზე ფასეული ცოდნა მივიღე,  კერძოდ, ვისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის,ბლოგის შექმნა, ბუკლეტის დამზადება,განსაკუთრებით გამოვყოფდი დამატებითი ინსტრუმენტის - ბლოგის გაჯეტების შექმნასა და  პროექტის გეგმის სრულყოფაზე მუშაობას. გმადლობთ ქალბატონო ქეთი!

Sunday, October 19, 2014

ტრენინგის მე-9 დღე

     როგორც ყოველთვის გავიმეორეთ დრაივი და გავიხსენეთ,რომ დოკუმენტის შესაცვლელად დრაივში უნდა მოვახდინოთ ცვლილება , ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგში და გაჯეტები დავამატეთ ,ვისწავლე დამატებითი დიზაინის გამოყენება. მნიშვნელოვანი იყო პროექტების პრეზენტაცია, ბოლოს კი შევაჯამეთ ტრენინგი.  კეთილი სურვილებით გემშვიდობებით ქ-ნო ქეთი!

Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

      გავიმეორე წინა დღის მასალა, შევქმენით ფასილიტატორის რესურსები, გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე, გავიმეორეთ გაჯეტები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლის დამხმარე რესურსების შექმნა,  აღნიშნული სამუშაო შევასრულე pover point-ში .და შევინახე ჩემს საქაღალდეში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ქეთი!

Tuesday, October 14, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

       გავიმეორეთ წინა დღის მასალა, შემდეგ შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დავალების ნიმუში და შევინახეთ მოსწავლის დამხმარეში.მნიშვნელოვანი იყო გაჯეტების შექმნა,ადგილის შეცვლა გაჯეტებისათვის.ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო ინტელის რესურსებიდან პროექტის გეგმები ჩემი პროექტის შესაბამისად.

Sunday, October 12, 2014

ტრენინგის მე-6 დღე



  •        ტრენინგზე გავიმეორეთ წინა დღის მასალა, შემდეგ დავათვალიერეთ მოდულ 4-ის აქტივობები,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,  ვიმუშავეთ pover point-ში, მოვამზადე 7 სლაიდი, შემდეგ რესურსებში შევინახე სხვადასხვა პროექტებიდან რუბრიკების ნიმუშები.მიმაჩნია, რომ  დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი საგნის  საინტერესოდ და ხარისხიანად წარმოსაჩენად

Saturday, October 11, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

 11ოქტომბერი ძალიან ნაყოფიერი იყო. მთელი დღე დატვირთული იყო სიახლეებით.კერძოდ  შევადი ინტელის გზამკვლევში და ვისწავლეთ თუ სად უნდა მოვათავსოთ ინფორმაცია საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შესახებ.შემდეგ ვისწავლეთ სურათის გადატანა ინტერნეტიდან , ასევე ბლოგზე კომენტარის გაკეთება,განსაკუთრებით მომეწონა გაჯეტების შერჩევა. გმადლობთ ქალბატონო ქეთევან!

Sunday, October 5, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

      გავიმეორეთ წინა დღის მასალა,ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, განვიხილეთ შეფასების გეგმა,გავიგე,რომ პროექტისთვის მნიშვნელოვანია შეფასება პროექტის დაწყებისას, ძირითადი ნაწილის მომზადებისას და დასასრულს.
    განსაკუთრებით საინტერესო იყო სლაიდ შოუს გაკეთება და დაფორმატება.

Saturday, October 4, 2014

ტრენინგის მესამე დღე

         გავიმეორეთ განვლილი მასალა,შემდეგდავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,გავხსენით სასწავლო  პროექტის გეგმის შაბლონი.,გამოვიყენეთ  სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  იყო 21–ე საუკუნის უნარ– ჩვევების გათვალისწინება, ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით მოვახდინეთ მიზნის მიღწევის განსაზღვრა. სასწავლო პროცესში აუცილებლად გამოვიყენებ სპეციფიკურ სწავლებაზე დაფუძნებულ ამოცანებს და მიმართულების მიმცემ შეკითხვებს.

Sunday, September 28, 2014

ტრენინგის მეორე დღე




 მიმოვიხილეთ ჩემს მიერ შერჩეული პროექტი,გავიმეორეთ წინა დღის მასალა და  wordi-ს ინსტრუმენტები. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო პროექტის ბუკლეტის შექმნა.ტრენერმა აგვიხსნა ბუკლეტის შექმნის სამი გზა, ასე რომ გამიადვილდა მისი გაკეთება, განსაკუთრებით კი სურათების  დამატება და ჩასმა.რასაკვირველია, ეს ყველაფერი გამომადგება საგაკვეთილო პროცესში.  ასევე საინტერესო იყო საქაღალდის დაარქივება. დღევანდელი  დღით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან!

Saturday, September 27, 2014

ტრენინგის პირველი დღე

    დღეს 2014 წლის 27 სექტემბერს დავესწარი intelis სასწავლო  ტრენინგს მე- 7 საჯარო სკოლაში.ძალიან გამეხარდა ტრენინგის ხელმძღვანელთან ქალბატონ ქეთევანთან შეხვედრა. თავდაპირველად მოხდა  გაცნობა ერთმანეთთან,შემდეგ პირველი მოდულის შინაარსი გაგვაცნო.შევქმენი საქაღალდე.განსაკუთრებით მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების გაცნობა.ვისწავლე ბლოგის შექმნა.